მოგზაურობა წარსულში (ძველი ეგვიპტე)
მთავარი იდეა :მოსწავლეებს გავაცნოთ ძველი ეგვიპტის კულტურა, ისტორია, ხელოვნება.
მნიშვნელობა/აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან უცხო ქვეყანას (ეგვიპტეს), დაინტერესდებიან ძველი ეგვიპტური ხელოვნებით,გაეცნობიან ფარაონთა სამარხებსა და კედლის მხატვრობას, ძველი ეგვიპტის ღვთაებების გამოსახულებებს, ისწავლიან სხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პატივისცემას.
მიზნები და შედეგები : მოსწავლეები დაეუფლებიან ეგვიპტის კულტურას, ისტორიასა დახელოვნებას,განუვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი,ლოგიკური აზროვნება,შეძლებენ ძველი ეგვიპტური ხელოვნების ამოცნობას,გაეცნობიან ძვ. ეგვიპტელ ფარაონთა სამარხებსა და კედლის მხატვრობას.ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, ისტ–ის გამოყენებას, გაეცნობიან და შეძლებენ ორიგინალური ქმნილებების დაფასებას, შთაბეჭფილებების მიხედვით პრეზენტაცია, მიღებული ცოდნის ისტ–ის საშუალებით დემონსტრირება.
შეფასების საგანი და პროცედურები :შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ,როგორ მოიძიეს ინფორმაცია, ბიბლიოთეკის გამოყენება, მსჯელობა, ისტ–ის გამოყენება, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფში თანამშრომლობა. შეფასება მოხდება კომენტარებით.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: უნდა იცოდნენ სამუშაო თემა , ბიბლიოთეკის გამოყენება, ინტერნეტით სარგებლობა.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:სახელმძღვანელო, კლასგარეშე ლიტერატურა, კომპიუტერი,ფოტო–აუდიო–ვიდეო–მასალა, რუკა,მონიტორი,პროექტორი, გენერატორი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: 1. თემის შერჩევა.
2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
3.პროექტის გეგმის შემუშავება.
4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(ერთი ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტიდან ინფორმაციას, მეორე ჯგუფი ბიბლიოთეკიდან, და ა. შ.)
5.აქტივობების განხორციელება.
6.პროდუქტის პრეზენტაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий